Survation-ის კვლევა - მოსახლეობის 68% დარწმუნებულია, რომ მის მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერს მხარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 18 ოქტომბერი 2020, 21:47

 ბრიტანულმა ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2"-ის დაკვეთით უპრეცენდენტო მასშტაბის კვლევა ჩაატარა.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენს მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს?

სრულიად დარწმუნებული ვარ - 68%

მეტ-ნაკლებად დარწმუნებული ვარ - 24%

მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული -4%

სრულიად არ ვარ დარწმუნებული -4%

მთელი ქვეყნის მასშტაბით  9075 რესპონდენტი გამოიკითხა. survation-ის  მონაცემებით, კვლევის ცდომილება არის მინიმალური და ის 1.3%-ს შეადგენს. საველე სამუშაოები 12-29 სექტემბერს მოიცავს.

ბრიტანული კვლევითი კომპანია და "რუსთავი" 2 არჩევნების დღეს 31 ოქტომბერს ეგზიტპოლის შედეგებსაც შემოგთავაზებთ. 

Survation არის პოლინგის, ანუ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან.

ის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული კომპანია ბრიტანეთის პოლინგის კონკურენტულ ბაზარზე.

გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში: გააკეთა შოტლანდიის რეფერენდუმის შედეგების ყველაზე ზუსტი პროგნოზი; აჩვენა ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პროგნოზი იტალიის 2014 წლის არჩევნებზე; ერთადერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა ბრიტანეთის 2017 საპარლამენტო არჩევნების შედეგები; გააკეთა 2019 ბრიტანეთის პარლამენტში მანდატების გადანაწილების ყველაზე ზუსტი პროგნოზი.

კომპანია თანამშრომლობს წამყვან მედია ბრენდებთან, როგორიც არის BBC და Guardian, არის ბრიტანეთის პოლსტერების ასოციაციის წევრი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი