პროტესტი პრაღაში: ათასობით ადამიანი პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
456 16 ნოემბერი 2019, 22:45
Euronews-ის ინფორმაციით, პრაღაში პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ანდრეა ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით აქციაზე  200 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის ორგანიზატორებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ულტიმატუმით მიმართეს: ან უარი თქვას ბიზნესებზე ან 31 დეკემბრამდე თანამდებობა დატოვოს. 

როგორც Euronews-ი წერს საპროტესტო აქციაზე პრაღაში ადამიანები რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ. მიუხედავად ფართომასშტაბიანი აქციისა, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს და არც შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარე მიტინგების გამო. ის თვლის, რომ ამომრჩეველთა ნაწილის მიერ უკმაყოფილების გამოხატვა  ჯანსაღი დემოკრატიის მაჩვენებელია. 

2019 წლის სექტემბერში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს თაღლითობის ბრალდება მოუხსნეს. Euronews-ის ცნობით, მას ბრალი საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში ედებოდა.

პრაღაში, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქცია 2019 წლის ივნისშიც გაიმართა - პრაღის ქუჩებში 250 000 მოქალაქე გამოვიდა. ორგანიზატორების განცხადებით, ასეთი მასშტაბის დემონსტრაცია  არ ჩატარებულა. 
 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
არქივი