
19 ნოემბერს სოთბის აუქციონზე გასაყიდად გამოდის „ჯოკონდას“ ზუსტი ასლი - XVII საუკუნის უცნობი მხატვრის ნამუშევარი. ნახატის საწყისი ფასი 90 ათასი ევროა. მისმა ამჟამინდელმა მეპატრონემ, ბელგიელმა ბიმ დელივუამ „ჯოკონდას“ ასლი, თავის დროზე, 35 ათას ევროდ შეიძინა.
ნახატი, „მონა ლიზას“ 150 ასლიდან ერთ-ერთია, რომლებიც XVI და XIX საუკუნეებში შეიქმნა. და ვინჩის შედევრისგან ის სიგრძით განსხვავდება - 4 სმ-ით დიდია ორიგინალზე.
„ხატავდნენ ტიციანის, რაფაელის, რემბრანტის ასლებს, რადგანაც, ეს იყო მეთოდი ყურადღებით შეესწავლათ ოსტატთა შედევრები, შინაგანად გაეგოთ როგორ ხატავდნენ შედევრებს. ყველაზე მეტი ასლი „მონა ლიზასი“ გაკეთდა, რადგანაც, ის იყო იმ პერიოდში ყველაზე ცნობილი ნახატი“, - აცხადებს სოთბის აუქციონის ძველი ოსტატების განყოფილების ხელმძღვანელი ბაუკიე კოენენი.
რამდენად გაიყიდება „ჯოკონდას“ ასლი 19 ნოემბერს, ამის შესახებ სოთბის აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდებს არ გამოთქვამენ. ცნობილია, რომ 2017 წელს ლეონარდო და ვინჩის ნახატი სობთის აუქციონზე 450 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც სოთბის რეკორდად ჩაითვალა. წელს, იანვრის თვეში კი, „მონა ლიზას“ ერთ-ერთი ასლი 1,6 მილიონ დოლარად შეიძინა ნიუ იორკელმა კოლექციონერმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |