შვიდი სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
444 22 ოქტომბერი 2020, 21:14

სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს მთავრობამ დაამტკიცა.  

„კანონპროექტის თანახმად, შვიდი სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა. კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული.

მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ- www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს.

„დაინტერესებულ პირს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეეძლება ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენა და  მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმება და დოკუმენტის მიღება (ჩამოტვირთვა). მნიშვნელოვანია, რომ, საკანონმდებლო ცვლილებით პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, ელექტრონული დოკუმენტების გამოცემის, მიმოცვლისა და დაინტერესებული პირებისათვის მათი გაცნობის წესები მაქსიმალურად იქნება დაცული. კერძოდ, შესაბამისი ვებპორტალიდან მხოლოდ კონკრეტული კოდის მფლობელ პირს შეეძლება ელექტრონული დოკუმენტის ნახვა და ჩამოტვირთვა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება და გაიცემა მატერიალური ფორმით, როდესაც ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელი იქნება  ელექტრონული დოკუმენტის შექმნა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის მომზადება შესაძლებელი გახდა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების ამოქმედების შემდეგ. ელექტრონული სანდო მომსახურების რეფორმამ შესაძლებელი გახადა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები (დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების) გამოცემულიყო ელექტრონული ფორმით. სააგენტო საქართველოში სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი უწყებაა, რომელიც მომხმარებელზეა ორიენტირებული. ელექტრონული სანდო მომსახურების რეფორის ფარგლებში, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონი ძალაში 2018 წლის მაისში შევიდა. ელექტრონული სერვისების განვითარებამ და დანერგვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქაღალდის დოკუმენტბრუნვა და აამაღლა დოკუმენტაციის დაცულობის ხარისხი“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
არქივი