რასაც დღეს საარჩევნო უფლების დაცვის ლოზუნგით მოქმედი ოპოზიცია ახორციელებს, არის პირდაპირი ზეწოლა საარჩევნო კომისიაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1274 04 ნოემბერი 2020, 23:09
„რასაც დღეს საარჩევნო  უფლების  დაცვის  ლოზუნგით მოქმედი  ოპოზიცია ახორციელებს, არის პირდაპირი ზეწოლა საარჩევნო კომისიაზე“  - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანდიდატებს  არათუ უფლება არ აქვთ,   აკრძალული აქვთ სხდომაზე დასწრება. იგი მოუწოდებს ოპოზიციას, დატოვონ მიმდებარე ტერიტორია. 

„ჩვენ  პირდაპირ ეთერში  ვართ მომსწრე იმისა, თუ როგორ ხდება  საარჩევნო  უფლების  ხელყოფის  მცდელობა.  სამწუხაროა,   რომ  საარჩევნო  უფლების  დაცვის  ლოზუნგით მოქმედი  ოპოზიცია, რასაც  ისინი  დღეს  ახორციელებენ, არის  პირდაპირი ზეწოლა  საარჩევნო  კომისიაზე.  მოვუწოდებ  მათ,  დატოვონ მიმდებარე ტერიტორია. რაც ახლა  საოლქო  კომისიებთან მიმდინარეობს, ეს არის  პირდაპირი  ზეწოლის  მცდელობა  საარჩევნო  კომისიების  საქმიანობაზე.  ვიცით,  რომ კომისიებში არის  ყველა  პარტია, ამიტომ არანაირი საჭიროება  იმისა, რომ იქ დამატებით  ხალხი შევიდეს, არ  არის“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

პაპუაშვილი მიმართავს   არასამთავრობო  ორგანიზაციებს  და  სახალხო  დამცველს  გამოეხმაუროს საკითხს. 

„კომისიის  სხდომაზე  არიან არასამთავრობო  ორგანიზაციების  და უცხოური  სადამკვირვებლო  ორგანიზაციების  წარმომადგენლები. ვაცადოთ  მათ  მუშაობა, ხელი არ  შევუშალოთ, არ მოვახდინოთ ზემოქმედება.   ვინაიდან ეს  აკრძალული  ქმედებაა,  ასეთი  ბლოკირება, მივმართავ    არასამთავრობო  ორგანიზაციებს  და  სახალხო  დამცველს  გამოეხმაუროს  ამ საკითხს  და  მიმართოს    იმ  პოლიტიკურ  პარტიებს, რომლებიც ამ წუთას  დაკავებული  არიან სარჩევნო  უფლების  ხელყოფის  მცდელობით“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო
ALDE არ არის საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ის არის პოლიტიკური ორგანიზაცია
26 ოქტომბრის არჩევნებზე: ისევ არის მცდელობა შენარჩუნდეს მუხტი
ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებზე: არ წყდება ამ არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობა. ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს ამ თარიღს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა მისცეს, საკუთარი პოლიტიკური აქტივობები სწორედ მის ირგვლივ ააგოს
ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა
არქივი