კახა საბანაძე - შსს მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 08 ნოემბერი 2020, 22:59

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კახა საბანაძემ აღნიშნა, აქციის დროს ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს.

დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის დროს ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციას ექნება მკაცრი და მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა საბანაძემ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალუდა ღუდუშაური ევრობიუროკრატებზე: წარმოუდგენელი რამ გვესმის, თითქოს, პატივს სცემენ ქართველ ხალხს, თუმცა ხელისუფლებასთან მიმართებაში აქვთ პრობლემები - ყველამ პატივი უნდა სცეს, არჩევნების შედეგად ხალხის ნებით გამოხატულ ხელისუფლებას
პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
გია ვოლსკი „ოპოზიციის ალიანსზე“ - ეს ხალხი მავნებელთა ჯგუფია, ვინც თავის აქტივობას ხან კარდაკარს არქმევს, ხან დახურულ შეხვედრას - არც ამ ადამიანების შინაარსი იცვლება და არც მათი გაერთიანების
მოჯთაბა ხამენეი - სპარსეთის ყურეში ამერიკელების ადგილი არ არის
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დახმარების შეწყვეტის მხარდაჭერით ვენსი რუსებს ეხმარება
არქივი