მესტიაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში 140 მეხანძრეა ჩართული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
371 19 ნოემბერი 2019, 11:41

მესტიაში ხანძარს ებრძვიან . მუნიციპალიტეტში , ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან  90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ , რომ ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

"მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების, უამინდობის და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
არქივი