გია ვოსლკი - მამლის ყივილამდე სამჯერ მოასწრეს გრიგოლ ვაშაძის ჩატკეპნა და მის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება, შემდეგ მის ნაცვლად ახსნა-განმარტებითი ბარათი გამოაქვეყნეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
328 11 ნოემბერი 2020, 19:00

მამლის ყივილამდე გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სერიოზული გალაშქრება და ჩატკეპნა სამჯერ მოასწრეს, შემდეგ მის ნაცვლად ახსნა-განმარტებითი ბარათი გამოაქვეყნეს. ეს ბარათი სააკაშვილმაც კი გამოაქვეყნა, მაგრამ შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა, ამას ვერავინ იტყვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთი პოლიტიკური პარტია ძალიან მოხერხებულად გამოიყენა, მათ შორის ერთკაციანი პარტიები.

„მსგავსი მოსაზრებები მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს. იმედია, პარტიები და საზოგადოების ნაწილიც სწორედ ასე ფიქრობს, მაგრამ საბოლოოდ, როგორ იქნება ინტერპრირებული გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი და როგორი პროდუქტი დაიდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, არ ვიცი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთი პოლიტიკური პარტია ძალიან მოხერხებულად გამოიყენა, მათ შორის ერთკაციანი პარტიები. მრავალპარტიულობა წარმოაჩინა პოლიტიკურად დაპირისპირებული სუბიექტების. რეალურად კი, ის გააკეთა, რაც მას აინტერესებდა. ვითარება გადაძაბა და ისეთი ჩიხური მდგომარეობა შექმნა, როცა პრაქტიკულად, მოლაპარაკებებისთვის არანაირი რესურსი არ რჩება. სახელმწიფო შენობების ბლოკირება, რევოლუციური სცენარის განვითარება არ არის ახალი, ამაზე 2014 წლიდან ვსაუბრობთ. ისინი ამ მიზნით გამოიყენა და ამ მიზანს ახლა რეალიზებას კვლავ მათი დახმარებით უკეთებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყნისა და მისი ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა გადაწონის იმ დესტრუქციას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ვაშაძემ პარტიებს მიმართა, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Wall Street Journal: პუტინი ამბობს, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში შეწყვეტს
მოვუწოდებთ უკრაინას, გამოიჩინოს ის ვალდებულება, შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რაც ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი მოქალაქეების მიმართ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას
საგარეო უწყების წარმომადგენელი „დარიალზე“ მყოფი პირების გაყვანაზე: შევთავაზეთ სხვადასხვა მექანიზმი. ერთი იყო საჰაერო და მეორე - საზღვაო გზის გამოყენება. არც ერთ ამ შეთავაზებაზე უკრაინულ მხარეს ჯერ დადებითი პასუხი არ გაუცია
ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას მიესალმება
არქივი