ბადრი ჯაფარიძე - აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს ვხვდებით იმისთვის, რომ მოვისმინოთ „ქართული ოცნების“ პოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
233 14 ნოემბერი 2020, 11:02

„ლელოს“ წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს „ქართული ოცნების“ პოზიციის მოსასმენად იკრიბებიან.

„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, უნდა შევხვდეთ და მოვისმინოთ. ვხვდებით იმისთვის, რომ მოვისმინოთ „ქართული ოცნების“ პოზიცია, სხვას ვერაფერს გეტყვით. დღევანდელი შეხვედრა არის წინა შეხვედრის გაგრძელება“, – განუცხადა შეხვედრის წინ ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დიალოგის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. რეზიდენციაში უკვე მივიდნენ ევროკავშირის ელჩი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და იმ რვა პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს. ოპოზიციის თქმით, „ქართული ოცნებისგან“ კონკრეტულ წინადადებას ელოდებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურიაში პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
მიხეილ ხიდურელი - პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ 65 კინოპროექტია მხარდაჭერილი, განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოს პროკურატურა არჩილ მუსელიანცის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი ქადაგიშვილი: დაკავებული არიან პროპაგანდით, რომ გვრიტიშვილის, მურუსიძის და ა.შ. სასამართლოა, მაგრამ სინამდვილეში ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო მსოფლიო სასამართლო სისტემაში 36-ე ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო ოცეულშია
არქივი