ნიკა მელიას განცხადებით, მისი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
297 16 ნოემბერი 2020, 19:48
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.

მისივე თქმით, აღნიშნული უბანი მმართველმა გუნდმა პირწმინდად წააგო და ახლა მოძალადეობრივი აქტი განახორციელეს.

„ახლა ვარ „გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის ერთ-ერთი შტაბის წინ, ეს გახლდათ გლდანის რაიონის მესამე მიკრორაიონში არსებული შტაბი. ესაა ის რაიონი, სადაც დამაჯერებლად მოვიგეთ ჩვენ ოპოზიციამ და კობიაშვილ-კალაძე დავამარცხეთ. შედეგად მოჰყვა ის, რომ რევანშისტულმა, მოძალადე ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი. ახლა, დავასახელებ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ამაში მონაწილეობა მიიღეს ესაა - კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი "კანონიერი ქურდი" ნოდარ შუკაკიძე, რომელიც საბერძნეთის საპატიმროში იმყოფება და გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან მჭიდრო კავშირი აქვს და ასევე, მისივე ძმის ლევან შუკაკიძის საშუალებით აკონტროლებს საარჩევნო პროცესებს. ესენი არიან ნოდარ შუკაკიძე "კანონიერი ქურდი" და კობიაშვილ-კალაძე და ლევან შუკაკიძე, რომელიც აქ ძალიან ახლოს ცხოვრობენ. ეს უბანი პირწმინდად წააგეს და ახლა მოძალადეობრივი აქტი განახორციელეს. ვუცხადებ ბრძოლას "კანონიერ ქურდებს!“  - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მესამე მიკრო რაიონში გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს, შტაბს ესროლეს ქვები და დაამსხვრიეს მინები. ასევე, გამოიყენეს ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს
თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
არქივი