ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 19 ნოემბერი 2020, 11:47
ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

„სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შედეგად გამართული ორმხრივი შეხვედრების შედეგად, დაისახა ამერიკა - საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში შემდგომი ნაბიჯები, ყოველთვის სასარგებლოა ჩემი თბილისში და ქალბატონი დეგნანის ვაშინგტონში ვიზიტის დროს ორმხრივი შეხვედრები. ეს ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელზეც განვიხილეთ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები. განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებები, ვაჭრობის მიმართულებები - ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სპექტრი თანამშრომლობის, რომელზეც ერთად ვმუშაობთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, 17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტუმრობდა. მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პატრიარქთან და არასამთვრობოების წარმომადგენლებთან.

რაც შეეხება ოპოზიციასთან შეხვედრას, გუშინ ოპოზიციური პარტიები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას ნება დართო, დროებით შეაჩეროს პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეებს პასპორტებში საკუთარი სქესის იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს
Le Point: საჭმელში ჩაფურთხების შიშით სარკოზი ციხის კვებაზე უარს აცხადებს - ყოფილი პრეზიდენტის ახლობლები შეშფოთებულნი არიან
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამერიკის 46-ე ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი: უკრაინას მარადიული ომი და ტერიტორიის ნელი ეროზია ემუქრება, თუ ევროპა მკვეთრად არ გაზრდის ზეწოლას რუსეთზე
სატივეს ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
არქივი