ჰუბერტ ქნირში - საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს, არ შეიძლება თქმა, რომ - „შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
156 20 ნოემბერი 2020, 12:57

საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ - „შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს და მაშინ მივიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში“, არამედ ახლა უნდა იმუშაოს ყველამ იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში  ჰუბერტ   ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ ჩიხში არ ვართ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ჯერ არ ვართ ბოლომდე მისულები. ამ დროს რომ საუბრები მხოლოდ წარსულზე მიმდინარეობდეს, გამოდის, რომ მხარეები ერთმანეთს უბრალოდ დროს აკარგვინებენ. მნიშვნელოვანია, რომ ის თემები, რომლებზეც მიდის საუბარი, დარჩეს კანონმდებლობის ფარგლებში. ქვეყანაში კონსტიტუცია არსებობს არა იმისთვის, რომ ყველა ახალ პოლიტიკურ სიტუაციაში რაღაც ახალი მოიგონო, არამედ იმისთვის, რომ მის ჩარჩოებში დარჩე და იქ მოძებნო გამოსავალი. ვხედავთ, რომ პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი, რომ ისინი არ თანამშრომლობენ, ერთმანეთს მტრებად განიხილავენ იმის მაგივრად, რომ პარტნიორები იყვნენ დემოკრატიულ პროცესში. 

მე მგონია, რომ ამის გამო ერთეულ პიროვნებებს ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ სხვადასხვა პიროვნებებს სხვადასხვა წვლილი მიუძღვით ამ განვითარებაში. ეს უფრო არის პროცესი, რომელსაც თავისი გარკვეული დინამიკა აქვს, რომელიც ბევრს თითქოს არც სურს, მაგრამ ეს პროცესი თითქმის ავტომატურად მიმდინარეობს თუ მისი შეჩერება არ ხდება. მგონია, რომ ამ არჩევნებს პოლარიზებაში წვლილი არ შეუტანია, რადგან ეს არჩევნები ჩატარდა ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რომელიც ყველა პარტიის დიალოგის საფუძველზე ერთხმად იქნა მიღებული, ანუ მიღწეულ იქნა კონსენსუსი. ეს იყო საარჩევნო სისტემა, რომელმაც საგრძნობლად მეტ პარტიას მისცა პარლამენტში შესვლის საშუალება. ეს არის ეფექტი, რომელიც ეწინააღმდეგება პოლარიზაციას და რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიების მანდატების წილი საგრძნობლად გაიზარდა. მე მგონია, რომ ამით უფრო პლურალისტული და გაწონასწორებული პარლამენტი იქნება, რომელიც საკმაოდ კარგად ასახავს პოლიტიკურ მიმდინარეობებს საქართველოში“, - განაცხადა დიპლომატმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს სასამართლოს განაჩენს, რომლითაც ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია გამართლდა
საფრანგეთის ელჩი - ვისურვებდი, რომ ქართველების, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის თვალში, ევროპელი პარტნიორებით წარმოადგენდნენ ძმებსა და დებს და არასდროს დამპყრობლებს
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი: უკრაინა რუსეთთან კონფლიქტში პოლონეთის ჩათრევას ცდილობდა - თავიდანვე ცდილობდნენ ომში ყველას ჩათრევას, ეს აშკარაა
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხში გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავს
მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც - დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!
არქივი