გრიგოლ ვაშაძე - ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი არის ვადამდელი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
286 20 ნოემბერი 2020, 18:40

ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ოპოზიციის მოთხოვნებში ყველაზე მთავარი არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრები. წერტილი. „ქართული ოცნებისგან“ ველოდები კომპრომისულ წინადადებას. 2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით, გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სოციალური, გნებავთ საგარეო პოლიტიკური. ამიტომ ქართველები რაც უფრო მალე მოვნახავთ ერთმანეთში კომპრომისს, მოვილაპარაკებთ, რა დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეს, მით უკეთესი. დამიჯერეთ, ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ პარლამენტში შესვლა, როცა ყველა ოპოზიციური პარტიის და მხარდამჭერების 100 პროცენტი ამის კატეგორიული წინააღმდეგია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები დილიდან მიმდინარეობს. მოგვიანებით, შეხვედრებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი