გიორგი კახიანი - ცალსახად განვაცხადეთ, რაზე არ შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები, ამის იქით, შესაძლებელია სხვადასხვა კომპრომისული შეთანხმების მიღწევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
319 21 ნოემბერი 2020, 15:45

ჩვენ ცალსახად განვაცხადეთ, რაზე არ შეიძლება შედგეს მოლაპარაკებები. ამის იქით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლებელია, სხვადასხვა კომპრომისული, შუალედური შეთანხმების მიღწევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

გიორგი კახიანი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

„დეტალებზე ცხადია, არ ვისაუბრებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რადგან როგორც ხედავთ, დეტალებზე არ საუბრობს არავინ, მათ შორის, არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მხოლოდ ერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ ასეთი წინასწარი, გარკვეული კომენტარებით არ დავაზიანოთ ეს პროცესი, რომელიც ძალიან კარგად მიმდინარეობს. ამავდროულად, ეს პროცესი იმედს ტოვებს, იმედს აჩენს, რომ მესამე რაუნდის ფარგლებში, გარკვეული შეთანხმება იქნება მიღწეული“, – განაცხადა კახიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
არქივი