ცესკო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეორე ტურში მაჟორიტარობის ზოგიერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო, ტექნიკური ხარვეზის შედეგია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
299 22 ნოემბერი 2020, 00:44

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარობის ზოგიერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო, ტექნიკური ხარვეზის შედეგია.  

„რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, არის ტექნიკური ხარვეზი. ეს არ არის წინასწარი შედეგები. მოხდა ტექნიკური ხარვეზი, რაც ასე არ უნდა ასახულიყო“, - განაცხადეს ცესკოში.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ცესკოს საიტზე თავდაპირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, #27-ე მაჟორიტარულ ოლქში, ზუგდიდში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს, 23:30 საათის მდგომარეობით, დათვლილი უბნების მიხედვით, 8962 ხმა აქვს მიღებული, რაც ამომრჩეველთა 118.08%-ს შეადგენს, ხოლო მის კონკურენტს, „ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული პოზიცია ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, მალხაზ ჯალაღონიას 608 ხმა აქვს, რაც ამომრჩეველთა 8%-ია.

ამასთან, მე-5 მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს სოზარ სუბარს 3919 ხმა აქვს მიღებული, რაც 164,46%-ია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს 503 ხმა აქვს, რაც 21, 11%-ია.

აღნიშნული მონაცემები ცესკოს საიტზე ამჟამად განთავსებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ცესკოში გამართულ ბოლო საინფორმაციო ბრიფიგზე წინასწარი მონაცემები არ წამოადგინა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ 23:30 საათის მონაცემებით დათვლილი იყო 52%, რაც 1043 საარჩევნო უბანია. მისივე განცხადებით, მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მას შემდეგ გამოაქვეყნებენ, რაც ყველა უბნის მონაცემს დაითვლიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი