კოვიდ-სასტუმროს ექთანი: პაციენტი თავს მედიკამენტების წართმევის მიზნით დამესხა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
288 25 ნოემბერი 2020, 17:00

კოვიდ-სასტუმროს ექთანი ასმათ ვარშალომიძე ინციდენტის დეტალებს იხსენებს. ის ამბობს, რომ კოვიდპაციენტი, რომელიც ასევე მეტადონის პროგრამის ბენეფიციარია, მედიკამენტების წართმევის მიზნით დაესხა თავს.

„ჩემზე იმიტომ მოხდა თავდასხმა, რომ ცვლაში ვიყავი და ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. შესაბამისად, პაციენტი ითხოვდა წამალს, იმ დოზას, რომელიც მას მიღებული ჰქონდა. მას მეტი არ ეკუთვნოდა პროგრამით და პრაქტიკულად არც მქონდა ეს წამლები. არ დაიჯერა და დამდევდა მუდმივად. რადგან უკნიდან მომეპარა, ჩავთვალე, რომ ჩემი მოკვლა უნდოდა. მაგრამ ჩემი მოკვლა კი არა, დაშანტაჟება უნდოდა: თავს მოვიკლავ, სამართებლით ვენებს გადავიჭრიო. მე ეს სამართებელი და გადატეხილი თერმომეტრი წავართვი. სწორედ მაშინ დავიზიანე თითები და მაჯა. სხვა დროს ეს პაციენტი არ იყო აგრესიული, პირიქით, ძალიან მშვიდი იყო ყოველთვის, მაგრამ ბოლო დღეს რატომღაც გახდა აგრესიული და წამალს ითხოვდა. ძალიან დიდი დოზით ითხოვდა წამალს“, - აცხადებს ექთანი.

მისი თქმით, დაცვა რამდენიმე წუთში მოვიდა და თავის დახსნაში სხვა პაციენტიც დაეხმარა. „ჩემი მოკვლა რომ სდომებოდა, ამისთვის წამებია საჭირო. დაცვა ძალიან სწრაფად მოვიდა, მაგრამ დაცვა რომ მოვიდა, სამართებელი უკვე წართმეული მქონდა. დახრჩობას არ ცდილობდა, უბრალოდ ჭიდილის დროს მე ვიხრჩობოდი იმიტომ, რომ მეჭიდავებოდა, წამლების წართმევა უნდოდა, რაღაც მომენტში გონებაც დავკარგე. ის ცდილობდა წამლების წართმევას, მე ვცდილობდი სამართებელი წამერთმია მისთვის და მოვახერხე კიდეც. სხვა პაციენტი გამოვიდა მომეშველა. ვერც გადახტომა მოახერხა. დაცვამ შეაკავა . უსაფრთხოების მიზნით ბატუტებიც გაიშალა. ბოლო მომენტში იძახდა გადავხტები და ვენებს გადავიჭრიო“, - განაცხადა ასმათ ვარშალომიძემ.

დღეს, ბათუმში, კოვიდ-სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი