შსს-მ კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი და ასევე, კოვიდინფიცირებული მისი მგზავრი დააჯარიმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 04 დეკემბერი 2020, 19:31

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს, ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე - ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 27 ნოემბრიდან იმყოფებიან. ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით - ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა.

„ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000– 2000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს რეზოლუცია თუ ნებისმიერი განცხადება უცხოეთიდან იმაზე მეტყველებს, რომ ეს ხალხი ვითომ პოლიტიკოსებად და „ენჯეოშნიკებად“ წოდებულები ჩამოკიდებული არიან მათ უცხოელ პატრონებზე
უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა ორივე ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე
ოპოზიციის ლოგიკას მინდა ჩავწვდე - როდესაც დიდ მოედანზე თამაშის შესაძლებლობა გეძლევა, ამაზე უარს ამბობ და ცდილობ შეძვრე იმ საარჩევნო ბატალიებში, რასაც თვითმმართველობის არჩევნები ჰქვია?
ევროპარლამენტარი ჰანს ნოიჰოფი: ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ საქართველოს შესახებ კომისიის ანგარიშის პროექტს, რომლის ტექსტი აშკარად პოლიტიკურად მიკერძოებულია
ევროპარლამენტმა ოპოზიციას თითი დაუქნია და არჩევნებში მონაწილეობის მიღება დაავალდებულა
არქივი