ანგელა მერკელმა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესების ბრძანება გასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 13 დეკემბერი 2020, 15:02

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესების ბრძანება გასცა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების შესამცირებლად, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს.

ახალი შეზღუდვები 16 დეკემბრიდან ამოქმედდება, რაც გულისხმობს, რომ გერმანიაში დაიხურება მაღაზიების დიდი ნაწილი, სკოლები და საბავშვო ბაღები. მკაცრი შეზღუდვები გერმანიაში 10 იანვრამდე იმოქმედებს. მშობლებს შეეძლებათ ანაზღაურებადი არდადეგების აღება, შვილების მოვლის მიზნით.

ეკლესიებში, სინაგოგებსა და მეჩეთებში რელიგიური ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელი იქნება, თუ ისინი ჰიგიენის წესებს დაიცავენ, მაგრამ გუნდური სიმღერა აიკრძალება.

ფედერალური მიწები კვლავ გეგმავენ შემსუბუქების შეზღუდვას 24-დან 26 დეკემბრის ჩათვლით, რომ ოჯახის წევრებმა შობის დღესასწაული ერთად გაატარონ. წესები ხუთამდე ადამიანს აძლევს შეკრების საშუალებას, რასაც ემატება 15 წლამდე ბავშვები უახლოესი ოჯახიდან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
არქივი