ილონ მასკმა ახალ Cybertruck-ზე 146 ათასი შეკვეთა მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
552 24 ნოემბერი 2019, 15:41
მიუხედავად წარუმატებელი პრეზენტაციისა, კომპანია "ტესლამ " ელექტროპიკაპ Cybertruck-ზე ორ დღეში 146 ათასი შეკვეთა მიიღო. ამის შესახებ Twitter-ზე კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი წერს. მისივე თქმით, კლიენტების 42 პროცენტს ორძრავიანი, 41 პროცენტს - სამძრავიანი, 17 პროცენტს კი,  ერთძრავია კომპლექტაციის შეძენა სურს.

"ტესლამ" ახალი ელექტროავტომობილი Tesla Cybertruck  22 ნოემბერს წარადგინა. ილონ მასკის განცხადებით, ავტომობილის დიზაინის შთაგონების წყარო ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ფილმი გახდა. ექვსადგილიანი მანქანის კორპუსი გამძლე, უჟანგავი ფოლადისგანაა შექმნილი, მინები კი დაჯავშნილია.

მიუხედავად ამისა, ავტომობილის პრეზენტაციაზე გვერდითა ორი მინა მაინც გაიბზარა, როდესაც კომპანიის წამყვანმა დიზაინერმა მანქანას  ფოლადის ბურთი ესროლა, რათა ჯავშანმინის საიმედოობა დაედასტურებინა. თუმცა, მასკი არ გაბრაზებულა და მხიარულად განაცხადა, რომ „არის რაღაც, რაზეც უნდა წაიმუშაონ“. 

"მარსის ავტომობილის" სახელით ცნობილი მოდელის წარმოებას "ტესლა" 2021 წლიდან დაიწყებსპიკაპის ღირებულება 40-დან 70 ათას დოლარია. Cybertruck-ი იმავე მასალისგან არის აწყობილი, რომელსაც კომპანია SpaceX-ის რაკეტების შესაქმნელად იყენებს.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
პრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ, ჩვენი ფრაქცია გორის საკრებულოში მხარს დაუჭერს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი „დიფ სთეითის“ აღმოფხვრის მიზნით უწყებიდან თანამშრომლების 40%-ზე მეტს გაუშვებს
არქივი