
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ღამის საათებში საახალწლო ილუმინაციები აღარ გამოირთვება.
„მას შემდეგ, რაც გამოვთქვი სურვილი, რომ შეზღუდვების საათებში გამოირთოს საახალწლო ილუმინაციები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად, ღამის საათებში, მაინც დაგვეტოვებინა საახალწლო განათებები. დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ღამის განათბებს მაშინ, როდესაც საკომენდანტო საათი იწყება: ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში არიან - ჩვენი ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, თბილსერვისის თანამშრომლები, სხვადასხვა, გადაუდებელი საქმის გამო, ქუჩაში მყოფი თბილისელები, მეხანძრე-მაშველები, ოჯახები, რომელთა ფანჯრებიდანაც მოსჩანს იმედიანი ქალაქი, საახალწლოდ მორთული... თითქოს, თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას, მძიმე სამუშაო დღესა და სტრესს მალამოდ დაედება. შესაბამისად, ჩვენ ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს, თითოეული თბილისელის სურვილს, დარჩეს ჩვენი ქუჩები განათებული“ - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |