ლაშა ნაცვლიშვილი: 2003 წელს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლის შედეგად გადადგა ედუარდ შევარდნაძე, ხოლო 2020 წელს - ელენე ნიჟარაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
357 26 დეკემბერი 2020, 15:53
2003 წელს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგად გადადგა ედუარდ შევარდნაძე, ხოლო 2020 წელს - ელენე ნიჟარაძე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი Facebook-ზე წერს.

„მათთვის, ვინც წარსული წარმატებების მძევალია და 2020 წელს ჯიუტად ვერ არჩევს 2003 წლისგან, დამარცვლით გავიმეორებ, რომ 2003 წელს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგად გადადგა ედუარდ შევარდნაძე, ხოლო 2020 წელს - ელენე ნიჟარაძე“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონები დააფიქსირეს, რის გამოც ყველა ფრენა შეჩერებულია
კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები წარუდგინა
მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს, რომლებიც სერბეთში საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები
კახა კალაძე - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ულამაზეს დედაქალაქს, ვემსახურო თბილისელებს
შალვა პაპუაშვილი - არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი ამბის ამგვარი გაშუქება პროპაგანდა არ არის, არ არსებობს ტესტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც ამათ ფულს უხდის პროპაგანდის დამფინანსებელი არ არის
არქივი