ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, საბანკო რეკვიზიტები პარლამენტს მისმა წარმომადგენელმა მიაწოდა, თუმცა ხელფასის ჩარიცხვის შემთხვევაში, თანხას უკან დააბრუნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 30 დეკემბერი 2020, 15:30

ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომლის საბანკო რეკვიზიტებიც ხელფასის დარიცხვის მიზნით პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტში შევიდა, ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" წევრი ბაჩუკი ქარდავაა.  მას დეკლარაცია აქვს შევსებული, სადაც მისი რეკვიზიტები მითითებულია, მოგვიანებით კი, თავად პარლამენტის თხოვნით, დაზუსტდა მისი საბანკო მონაცემები.

ქარდავას თქმითვე, მისთვის უცნობია, დეპუტატის კუთვნილი ხელფასი უკვე ჩაერიცხა თუ არა, თუმცა, აცხადებს, რომ აღნიშნულს ან საგაზაფხულო აქციებისთვის გამოიყენებს, ან უკან დააბრუნებს.

„თუ ხელფასი ჩაირიცხება, ეს ხელფასი დაიხარჯება საგაზაფხულო აქციების ტექნიკური აღჭურვილობის შეძენაში. თუ არ ჩაირიცხება, ამაზეც პრობლემა არ იქნება. რეკვიზიტების მიცემას რაც შეეხება, საუბარია, დეკლარაციაზე, რომელიც რეკვიზიტებთან პირდაპირ კავშირშია. არ შევსების შემთხვევაში, ჯარიმა უნდა გადაიხადო. მათ გამოაგზავნეს ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც ჩემამდე არ მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ფოსტით იყო გამოგზავნილი და აღმოვაჩინეთ, რომ ფოსტაში იყო დარჩენილი. დაზუსტება მოხდა იმ მონაცემების, რაც თვითონ პარლამენტმა გამომიგზავნა ფოსტის მეშვეობით, რადგან არ მოვიდა, ტელეფონში მითხარი რეკვიზიტებიო, თქვეს და ჩემმა წარმომადგენელმა შეიძლება, ზეპირად უთხრა. არ ვიცი, დაირიცხა თუ არა, არ მგონია დაირიცხოს ფული, რადგან ვაპირებ დღესვე განცხადების შეტანას, რომ თანხა არ დამიჯდეს, თუ დამერიცხება, უკან დაუბრუნდებათ“, - განაცხადა ქარდავამ.  ინფორმაცია "ინტერპრენიუსი" ავრცელებს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
მაკკეინის ინსტიტუტი: გადამწყვეტი როლი შევასრულეთ ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში, რომელსაც რეპორტაჟების გამო სამ წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი
სინოპტიკოსთა ცნობით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
ჯეი დი ვენსი - ევროპელებს მოუწევთ, ლომის წილი იტვირთონ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ეს მათი კონტინენტია, მათი უსაფრთხოებაა
არქივი