283
30 დეკემბერი 2020, 21:15

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი მოკლული გენერლის ყასემ სულეიმანის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე შურისძიებაზე საუბრობს.
„თქვენ მოკვეთეთ ჩვენს გენერალს ხელი და ჩვენ ფეხი უნდა ამოგიკვეთოთ ამ რეგიონიდან. მანამდე, ვიდრე თქვენ ამ რეგიონში ხართ, ჩვენ საბოლოოდ არ გვიძიებია შური. მომდევნო დღეებში, დასრულდება ულმობელი მკვლელის მმართველობა, რომელმაც მრავალი დანაშაული ჩაიდინა და მისი ცხოვრება და ისტორია სანაგვეზე დარჩება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ტრამპიზმის ერა მანამდე დასრულდა, ვიდრე სულეიმანის მოწამეობრივი სიკვდილიდან წლისთავი შესრულდება“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, იანვარში, აშშ-ის სამხედროების მიერ ბაღდადის აეროპორტში განხორციელებული ოპერაციის დროს, ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი ყასემ სულეიმანი დაიღუპა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |