229
27 ნოემბერი 2019, 23:41

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზში" "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო სექტორზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "საზოგადოებას უკვე ეზიზღება, უკვე აგრესია აქვს ამ ტიპის NGO-ების, რომლებიც წლების განმავლობაში ცრუობდნენ და პირდაპირ სატელიტი არიან “ნაციონალური მოძრაობის”. ამან ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით ცატარებული კვლევების ობიექტურობაც ეჭვქვეშ დააყენა. ამერიკის ფულით დაფინანსებული ენჯეოები ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ხალხი ჰყავს ჩანერგილი ამ ორგანიზაციების ქართულ წარმომადგენლობებში.
"არ გამოვრიცხავ, საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, თუ გნებავთ სენატს, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკელი ხალხის დახმარებით, ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ.
კიდევ გვაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ და ვაჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება აქ და თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, თუ გნებავთ სენატს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, როგორ ხდება, რომ ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ, ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ. რა თქმა უნდა, ნურავის ექნება ეიფორია და მეც არ დავიბრალებ, რომ ამერიკაზე ზრუნვით მისკდება თავი მაინცდამაინც. ამერიკა ზესახელმწიფოა და უჩემოდაც კარგად ართმევს თავს განვითარებას. რა თქმა უნდა, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ზარალდება. ჩვენი გუნდი განუხრელად იცავს ამერიკულ ინტერესებს და ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანენ, რომ ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი მათ საწინააღმდეგოს რამეს აკეთებს. ჩვენ განუხრელად და გულწრფელად ვიცავთ და ვატარებთ ამერიკულ ინტერესებს. აქ რაც ხდება, რომ ნაციონალების ხალხი მართავს ამერიკელების მიერ დაფუძნებულ ენჯეოებს, ესაა ძალიან სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა ბიძინა
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |