170
28 ნოემბერი 2019, 00:32

მმართველი პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ელჩებს საქართველოში მიმდინარე პროცესების დემოკრატიულობასთან ან კანონის დაცვასთან დაკავშირებით შეკითხვები არა აქვს. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, პროცესები კანონის ჩარჩოებში უნდა მოექცეს:
„კარგი გამონათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელია. ის, რომ ესენი ასე იქცევიან, ჩვენ სწრაფად ვახერხებთ გავაცნობიეროთ და განვვითარდეთ . ის, რომ ჩვენ ევროპაში შესვლა გვინდა, ევროპელებმა ასწლეულები აშენეს ეს ინსტიტუტები და ეკონომიკაც და არიან ისეთები დრეს, როგორებიც არიან . ჩვენ ამ მიმართულებით ტემპები უნდა დავაჩქაროთ. რაც შეეხება დემოკრატიულ აღმშენებლობას, ვახერხებთ და კანონის ჩარჩოებში ვაქცევთ მათ ქმედებას. ამით რა თქმა უნდა საზოგადოება უფრო სწრაფად განვითარდება. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ესენი აზარალებენ ბევრს, ქვეყნის განვითარებას აფერხებენ, გარეთ იმიჯს ულახავენ და ცდილობენ ყველანაირად ეს გააკეთონ.
ნახეთ მთელი ძველი სამეგობრო წამოწიეს რაც ყავდათ და დღეში ერთი ან ორი კაცი აკეთებს განცხადებებს. ლამის არის ტრამპს მოითხოვეს ვიღაცეებმა, გამოვიდნენ ტრამპმა უშველოსო, რას უნდა უშველოს, ვის უნდა უშველოს. არცერთი პოლიტიკური პარტია არ არსებობს, რომ მსგავსი არ მოსვლოდეს. არაფერი არ მომხდარა, არანაირი კანონი არ დაურღვევია ქართულ ოცნებას . არაფერი არ მომხდარა. საკუთარი თავი დააზიანა და თუ ამომრჩეველს აქვს მასზე გაღიზიანება, არჩევნებში მიიღებს ამაზე პასუხს. მორჩა თემა. ნახეთ როგორ ცდილობენ ეს აიყვანონ სადღაც და წაიღონ, რომ რაღაც საშინელება მოხდა საქართველოში და უხმობენ ყველას, რომ დაგმონ და გაანადგურონ, მაგრამ ამ დროს საკუთარ თავს და მომავალს ინადგურებენ.
და ჩვენ კარგად ვხედავთ და ამის საფუძველზე , როგორც სპეციალური ტრენინგები ჩაატარო და მოიყვანო გამოსაცდელად, ისე მოვიდნენ. როგორი არ უნდა იყოს და როგორ არ უნდა მოიქცე და ამ ფონზე ჩვენ როგორ უნდა მოვექცეთ ასეთი გამძაფრებული ქცევების დროსაც კი, ამას ვაჩვენებთ და დემოკრატიული მეთოდებით
მე ელჩებს შევხვდი არაერთხელ , კითხვა არ აქვს არავის, ვერავინ ვერ კითხულობს იმას, რომ ჩვენ დემოკრატიული ჩარჩოები დავარღვიეთ და რამე ისეთი გავაკეთეთ. ეს არის მაგის პასუხი, რომ რა თქმა უნდა ასე უნდა მოვექცეთ და რა თქმა უნდა ამის საფუძველზე შეიძლება დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება უფრო სწრაფი ტემპებითაც მოხდეს, რომ მაგათ რომ ვუყურებთ ასე არ შეიძლება ესენი რომ არიან და მას უნდა უპასუხო კანონით და მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა მოახერხო თანაცხოვრება“-თქვა მან.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |