ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონში 6 იანვარს არეულობა ტრამპის მიერ იყო პროვოცირებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
255 14 იანვარი 2021, 09:59

არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონში 6 იანვარს არეულობა პრეზიდენტის მიერ იყო პროვოცირებული. შესაბამისი განცხადება ჯო ბაიდენმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს მეორედ გამოუცხადა იმპიჩმენტი.

ბაიდენის თქმით, კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობა წინასწარი იყო დაგეგმილი.

„გასულ კვირას ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო თავდასხმა ჩვენს დემოკრატიულ სისტემაზე. 244-წლიან ისტორიაში ასეთი რამ არასდროს გვინახავს. ეს დანაშაულებრივი თავდასხმა კოორდინირებულ და დაგეგმილ ხასიათს ატარებდა. ის განახორციელეს პოლიტიკურმა ექსტრემისტებმა და შიდა ტერორისტებმა, რომელიც ძალადობისკენ ტრამპმა წააქეზა“, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, შეიარაღებული ამბოხის მონაწილეები უნდა დაისაჯონ.

ამასთან, ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაცია და ძალაუფლების გადაცემა ინციდენტების გარეშე ჩაივლის, ხოლო აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტია იმპიჩმენტს არ შეუშლის ხელს მისი ადმინისტრაციის წევრთა დამტკიცებას.

„იმედი მაქვს, სენატში გამოიძებნება საშუალება, რათა კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც იმპიჩმენტს უკავშირდება ისე შესრულდეს, რომ ამან ხელი არ შეუშალოს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს“, – ნათქვამია ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა. პროცედურის მიხედვით, ამის შემდეგ სენატში უნდა გაიმართოს პრეზიდენტის სასამართლო პროცესი. როგორც სენატში უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, კონგრესის ზედა პალატში ამ სხდომის გამართვა 19 იანვრამდე, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.
ჯო ბაიდენის პრეზიდენტად ინაუგურაცია 20 იანვრარსაა დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი