დღეს „გირჩსა“ და მოქალაქეებს“ შორის კონსულტაციები გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
283 14 იანვარი 2021, 12:00

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, დღეს „გირჩსა“ და მოქალაქეებს“ შორის კონსულტაციები გაიმართება.

როგორც იოსელიანი აცხადებს, „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეხვედრა დღეს პირველად შედგება და ისინი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხს განიხილავენ, რომელიც პარლამენტში შესვლას და არჩევნების საკითხს შეეხება.

„შეხვედრაზე ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე, ვისაუბრებთ იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც ახლა ვართ და აქედან გამოსვლის გზებზე. მაინტერესებს მათი ხედვა, როგორ ხედავენ ამ ყველაფერს, რა გეგმები აქვთ. მივდივართ, რომ გავიგოთ, როგორია მათი პოზიცია. ჩვენი პოზიცია ნათელია – ვამბობთ, რომ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ ვაპირებთ. დაველოდებით მეხუთე რაუნდს, ვნახავთ, რა ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ და თუ მისაღები იქნება ყველა ის პირობა ჩვენთვის, სხვაც რომ არ შემოვიდეს, ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ შეთანხმებას და შევალთ. შესაბამისად, ჩვენც გვაინტერესებს, სხვას რა პოზიცია აქვთ. ეს არის ამ საკითხზე „გირჩთან“ პირველი შეხვედრა. სხვა პარტიებთან შეხვედრა აღნიშნულ საკითხზე არ გვქონია“, – განაცხადა იოსელიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის გარეთ დაწერილი სამოქმედო გეგმებით იმართება
არქივი