საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
291 16 იანვარი 2021, 11:12

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 152 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 208, პისიარ-ტესტით – 5 944.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 025 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 231 385 გამოჯანმრთელდა, 2 916 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 770, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი.

ამასთან, 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 837 პირი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი