„ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის“ განცხადება, არ შეიძლება იყოს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარების საფუძველი-გია ვოლსკი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
317 16 იანვარი 2021, 15:49

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს საქართველოში რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარების საფუძველი.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი მაშინ იქნება, თუ საგამოძიებო კომისია დაადასტურებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაცდომა 1%-ს მაინც შეადგენდა.

„როდესაც ვამბობთ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ეს ნიშნავს, რომ საფუძველი შეიქმნას დასკვნისთვის, თუ როგორი არჩევნები ჩატარდა, იყო თუ არა გადაცდომა.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუკი გადაცდომა 1%-ს მაინც შეადგენს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შემდეგ ვიმსჯელებთ უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები, თუ უნდა იყოს განმეორებითი არჩევნები. ეს არის კრიტერიუმი, კრიტერიუმი არ შეიძლება იყოს ის, რომ შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება ავიღოთ იმის საფუძვლად, რომ საქართველოში მოხდეს რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარება. ეს ყველას ესმის. ვისაც ეს არ ესმის და არ უნდა, რომ გაიგოს სწორედაც ემსახურება ძალიან ცუდ მიზანს, ეს არის დესტაბილიზაიცია ჩვენს ქვეყანაში“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები გუშინ თავს დაესხნენ საქართველოს საპატრიარქოს, ჰერჩინსკი ან გაემიჯნება, ან ეს იქნება განხილული, როგორც პირადად ჰერჩინსკის თავდასხმა ეკლესიაზე
სავალუტო ფონდის მორიგი შეფასება, მართლაც გასაოცარი შედეგები დასტურია იმის, თუ რატომ უნდა მიჰყვე შენს ეროვნულ ინტერესებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა ხელს უშლის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას
უკრაინული მედია: ევროკავშირი უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილება გადავადდა
ტრამპი ფიქრობს, რომ უკრაინას შეერთებული შტატებისგან მიღებული თანხის ნაწილი სამხედრო აღჭურვილობაზე არ დაუხარჯავს
არქივი