ამ ეტაპზე, 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 789, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პაციენტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
311 17 იანვარი 2021, 11:48

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 933 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა, აჭარა - 51, იმერეთი - 100, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 72, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 853, საიდანაც: 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 758, აჭარაში - 309, იმერეთში - 701. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 7, იმერეთში - 27. 649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 - თბილისში, 303 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, აჭარაში - 106, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 294 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 918 პირი, აჭარაში - 1 942, იმერეთში - 2 799.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩა, N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დღეს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი გამოიკითხება
სურსათის ეროვნული სააგენტო შინაური ცხოველის საზღვარზე გადაყვანის წესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 172 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემების და 150 მილიონი დოლარის საბრძოლო მანქანების მიწოდება დაამტკიცა
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მეცხრე ეტაპი განხორციელდა
არქივი