ანა ნაცვლიშვილი - არ მგონია, რომ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს რაიმე წინადადების განხილვა, ოპოზიციური ფორმატი ღიაა და განხილვა იქ უნდა მოხდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
299 18 იანვარი 2021, 13:48

არ მგონია რომ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს რაიმე წინადადების განხილვა, - ასე გამოეხმაურა ანა ნაცვლიშვილი „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ინდივიდუალური კონსულტაციების იდეას. ამასთან, „ლელოს“ წევრი აღნიშნავს, რომ მსგავსი შეხვედრები საერთო ოპოზიციურ ფორმატში უნდა იმართებოდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი თუ განხილვა მოხდეს იმ ფორმატში, რომელიც შეთანხმებულია და რომელიც არსებობდა მათ შორის გასულ წელს, რომელიც შეიქმნა, საერთო ოპოზიციური საუბრის ფორმატი. 

არ მგონია რომ ცალ-ცალკე უნდა მოხდეს რაიმე წინადადების განხილვა. ამიტომ, თუ აქვთ საუბრის სურვილი, ოპოზიციური ფორმატი ღიაა. მე არ მიმაჩნია სწორად ინდივიდუალური შეხვედრები. მით უმეტეს, გაცხადებულია, რა არის მათი წინადადება და ამ წინადადების ირგვლივ თუ მოხდება განხილვა, იმ არსებულ ფორმატებში უნდა მოხდეს“, - განცხდა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ  განაცხადა, ასეთი შეხვედრა არ შედგება, რადგან ერთი მხრივ, იგი თვითიზოლაციაშია და მეორე მხრივ, ფიქრობს, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა
თინა ბოკუჩავა - მართლაც ტროლად და ჯამბაზად ქცეულ გახარიას მივმართავ, თქვენი ფრაქციის წევრები ემალებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რათა მსვლელობა არ მიეცეს იმპიჩმენტს დავით რაზმაძის წინააღმდეგ
პრემიერ-მინისტრი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დიმიტრი ხუნდაძე: ყველა სარეიტინგო კვლევაში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ფსევდოლიბერალების მიერ გაჟღერებულ აღქმებში პირიქით არის, რაც მათი „სამართლიანობის“ ლუსტრაციაა
პრეზიდენტი: ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ამ დიდი დანაკარგის გამო
არქივი