საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 21 იანვარი 2021, 14:21

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

დავით გარეჯის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცემა სასამართლო განხილვისთვის. 

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისთვის მიმართული მოქმედებების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილვლელად თბილისის საქალხაო სასამართლოში წარიმართება. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების საქმეში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა 100-მდე პირი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იყო საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის, კარტოგრაფიული მასალა.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 1937-1938 წლების 1/200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რუკა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ნაცვლად ბრალდებულის სამუშაო კაბინეტისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მისივე თქმით, გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მტკიცებულების სახით მელაშვილისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს შორის გამართული საუბრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი მოიპოვა, რომელიც დავით-გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეში ბრალდებულების - ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს
თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
არქივი