ალეკო ელისაშვილი - საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მზაობა, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 22 იანვარი 2021, 14:09

გაირკვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მზაობა, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა  ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოლიტპატიმრების საკითხსაც, თუმცა ამაზე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

„როგორც მოგეხსენებათ, მე და ლევან იოსელიანი პარტია „მოქალაქეების“ სახელით ვიყავით მოსულები, რათა გაგვერკვია, ჰქონდა თუ არა „ქართულ ოცნებას“ სერიოზული მზაობა იმ ოთხ საკითხთან დაკავშირებით და იყო თუ არა მზად, წასულიყო კომპრომისებზე. მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო, მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა და ამიტომ ვიყავით მოსულები. ოთხივე პუნქტზე ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების თემა. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მეც და ლევანიც ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვსვამდით, თუმცა ასევე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება“ უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას.

ახლა დღეს ჩვენ აქ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, ჩვენ უბრალოდ პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით. გაირკვა, რომ წინა რაუნდების მსგავსად, საარჩევნო საკითხებთან, საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მზაობა, რომ სერიოზულ დათმობებზე წავიდეს. ახლაც ეს კომპრომისის მზაობა, დათმობები დადასტურდა. პუნქტობრივად მივყვებოდით ამ საარჩევნო რეფორმის თითოეულ საკითხს და რამდენიმე დეტალი რჩება შეუთანხმებელი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კითხვაზე, ვის მოიაზრებს ის პოლიტიკურ პატიმრებად, ელისაშვილმა უპასუხა: „მანამდე იყო ხუთი გვარი. იმ ხუთიდან გამოვიდა ორი. ძაან მძიმედ არის ეს საქმე“.

ამასთან, კითხვაზე, საარჩევნო რეფორმის მიმართულებით რა საკითხები დარჩა შეუთანხმებელი, ელისაშვილმა განაცხადა, რომ ამაზე შეთანხმების მერე ისაუბრებს.

„როცა შევთანხმდებით, მერე გეტყვით. საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არის პროგრესი. ნუ პოზიციების შეთანხმება არა, მაგრამ მოკლედ პროგრესი არის ამ თვალსაზრისით. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ის პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც თუ დაადასტურებს ერთპროცენტიან ცდომილებას, მზად არიან, რიგგარეშე დანიშნონ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი