შალვა პაპუაშვილი - ახლა უკვე დედამიწის ზურგზე ვერავინ იგებს მათ გადაწყვეტილებას, როცა უარს ამბობენ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
246 04 თებერვალი 2021, 13:53

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, მოქალაქეების არჩეულია და მათი დამამცირებლად მოხსენება, მათივე ამომრჩევლის დამაცირებელ კონტექსტში მოხსენებას ნიშნავს.

“ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი განცხადებებისგან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას ყველა, მათ შორის პარტნიორები, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვატყობთ, რომ თუკი აქამდე, დედამიწის ზურგზე ვერავინ ნახეს, ვინც მათ აყვებოდა ნარატივში, რომ არჩევნები გაყალბდა, ახლა უკვე დედამიწის ზურგზე ვერავის ნახულობენ ვინც მათ ამ გადაწყვეტილებას რაიმენაირად გაიგებს, გადაწყვეტილებას, იმაზე, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე. ვხედავთ, რომ ყველა, როგორც ელჩები, ისე პარტნიორები საზღვარგარეთიდან მათ მოუწოდებს, რომ მიიღონ მანდატები და ძირი არ გამოუთხარონ საპარლამენტო დემოკრატიას“, -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ცუცქირიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე რამდენად სუბიექტურია ოპოზიციის შეფასებები, თავად ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს - სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
არქივი