არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელია ვასილ ჩიგოგიძეს ემალება, რადგან იცის, რომ მელიას ნათქვამი სამარცხვინო ტყუილის გამო მკაცრ პასუხს მიიღებს.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
324 17 თებერვალი 2021, 20:04
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ უმრავლესობის დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეზე „სამარცხვინო ტყუილი გაავრცელა“, როდესაც აღნიშნა, რომ ვასილ ჩიგოგიძე მას ჰპირდებოდა, თითქოს კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა.

როგორც თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ნიკა მელია  ვასილ ჩიგოგიძეს ემალება, რადგან იცის, რომ მელიას გაკეთებული განცხადების გამო მისგან მკაცრ პასუხს მიიღებს.

„სამარცხვინო ტყუილი გაავრცელა გუშინ, თითქოს უმრავლესობის დეპუტატი ურეკავდა და ერთგულებას ეფიცებოდა. დღეს გაირკვა სინამდვილე, ბატონი ჩიგოგიძე ურეკავდა ტელეფონზე, რომ პასუხი გაეცა იმ ტყუილებზე, რაც გუშინ იკადრა. იმალებოდა, ემალებოდა ვასილ ჩიგოგიძეს, რადგან იცოდა, რომ მისგან მკაცრ პასუხებს მიიღებდა. ნიკა მელია როგორ არის ჩაკეტილი ოთახში, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, აგერ, ფაქტია. ეს არის სინამდვილეში მათი სტილი, როდესაც საკუთარ თვისებებს, საკუთარ ჩადენილ დანაშაულებს აბრალებენ წლების განმავლობაში სხვებს, ვერ გამოვიდნენ აქედან.

მე გეტყვით, რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაღიზიანების ყველაზე მთავარი მიზეზი - „ნაციონალური მოძრაობა“, ნიკა მელია, სააკაშვილი და სხვები ვინც იქ არიან, ვერ შეეგუენ ერთადერთს, მათი მმართველობის დროს მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ სრული მხარდაჭერა ხალხისგან პირველ წლებში, საერთაშორისო საზოგადოებისგან, ჰქონდათ დაფინანსებაც, ყველა ეს გარემოება ხელს უწყობდათ საქმე ეკეთებინათ და ქვეყანა ემართათ, პრაქტიკულად, 2-3 წელიწადში წააგეს პირწმინდად არჩევნები და იმის შემდეგ გაყალბებით, ტერორით და ძალადობით რჩებოდნენ ხელისუფლებაში. მათ ვერაფრით მოუნელებიათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის ღირსების შელახვის და დამცირების გარეშე, წამების გარეშე, მედიის ტოტალური კონტროლისა და ბიზნესის ტერორის გარეშე შეძლო არა თუ ორი ვადით ემართა ქვეყანა, არამედ, მესამე საპარლამენტო არჩევნებშიც მიეღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელიც სრულიად საკმარისია დემოკრატიულ ქვეყანაში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

„გუშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე შეხვედრას მთხოვდა, ექვსჯერ დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს ისეთი მისცა ხმა, მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია“, - განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
მიხეილ ყაველაშვილი: რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დავესწარი. დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას
არქივი