რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ქარსელაძე დასახელდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 19 თებერვალი 2021, 18:17
პირველ ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. უფრო ზუსტად, მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა. 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი  - თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე და ირაკლი ქარსელაძე დაასახელა. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ქარსელაძეს მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. მას მსხვილი პროექტების მართვის მიმართულებით უდიდესი გამოცდილება აქვს და მე მჯერა, რომ ბატონი ირაკლი ასევე წარმატებული მინისტრი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ქარსელაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

„დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი გამოხატული ნდობისთვის, ასევე, დიდი მადლობა ქალბატონ მაიას იმ მრავალი წარმატებისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებული პროექტებისთვის, რომლებსაც აუცილებად სჭირდება დასრულება და ახალი პროექტების დაწყება“, – განახცადა ირაკლი ქარსელაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ამ ორ ახალ კანდიდატს წარადგენს. მის შემცვლელს თავდაცვის მინისტრის პოსტზე და მაია ცქიტიშვილის შემცვლელს. როგორც ცნობილია, მაია ცქიტიშვილმა თამანდებობა მისი სურვილით დატოვა და პოლიტიკასაც დაემშვიდობა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი სტუმრობს
გია ვოლსკი - საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს
მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
არქივი