არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიამ სახელმწიფოს უთხრა, რომ ნებისმიერ მოქალაქეზე მაღლა დგას, მას უნდა, საზოგადოებას დააჯეროს, თითქოს გმირია და სამაჯური ძალიან უჭერს მის ამბიციებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
290 19 თებერვალი 2021, 20:22

ნიკა მელიამ სახელმწიფოს უთხრა, რომ ნებისმიერ მოქალაქეზე მაღლა დგას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ფიქრობდა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პოლიტიკურ შედეგზე. მათ შორის, ნიკა მელიას საქმეზეც იყო გუნდში დისკუსია და მომავალშიც, შესაძლოა, იყოს დისკუსია იმაზე, თუ რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოყვეს იმ პროვოკაციას, რაც ნიკა მელიამ გამოიყენა.

„მან სახელმწიფოს უთხრა, რომ ყველა მოქალაქეზე მაღლა დგას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უნდა, საზოგადოებას დააჯეროს, თითქოს გმირია და სამაჯური ძალიან უჭერს მის ამბიციებს. მან თვითონ დაიმძიმა შეზღუდვები, ჩაიკეტა ოფისში, ოთახში და პრაქტიკულად თვით შინაპატიმრობას მიმართა, რაც უფრო მძიმე შეზღუდვაა, ვიდრე ნებისმიერი სამაჯურის ტარება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

17 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი სტუმრობს
გია ვოლსკი - საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს
მიხეილ ყაველაშვილს 16 ქვეყნის რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტების არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ლაშა დარსალია - საქართველოს მთავრობა ადასტურებს მტკიცე ვალდებულებას, ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
არქივი