არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზმის განვითარება ​"ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღებასთან იყო დაკავშირებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
276 14 მარტი 2021, 18:45
ჯერ-ჯერობით დადასტურებულია, რომ უშუალოდ ვაქცინაციას სიკვდილის არც ერთი შემთხვევა არ გამოუწვევია, თუმცა არის ალერგიული რეაქციების შემთხვევები, რის სამართავადაც ჩვენ მზად ვართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, “ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილია 16 მილიონი ადამიანი. მათგან 30 შემთხვევაა, როცა თრომბოემბოლიური გართულება განვითარდა, ხოლო 4-5 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ოფიციალურად დადასტურდა, რომ ეს ვაქცინაციის გამო არ მომხდარა.

“პირველი ასეთი შემთხვევა ავსტრიაში დაფიქსირდა, შემდეგ დანიაში, იტალიაში და რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინაცია შეაჩერა, ოღონდ მათ ხაზი გაუსვეს, რომ შეჩერდა დროებით - ორი კვირით, იმის გარკვევამდე თრომბოემბოლიზმის განვითარების და გარდაცვალების შემთხვევები იყო თუ არა ვაქცინასთან დაკავშირებული. ამაზე ინტენსიურად იმუშავა, ჯანმოს სპეციალურმა ვაქცინაციის უსაფრთხოების კომისიამ, ევროპის წამლის სააგენტომ და უამრავმა ორგანიზაციამ საკუთარი ინიციატივით. მათ ოფიციალური დასკვნა უკვე გამოაქვეყნეს - არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზმის განვითარება დაკავშირებული იყო ასტრაზენეკას ვაქცინის მიღებასთან. როცა პოპულაციურად დაითვალეს და ნახეს 16 მილიონი არავაქცინირებული ადამიანი, აღმოჩნდა, რომ 16 მილიონ, არავაქცინირებულ ადამიანში იმდენივე ან მეტი თრომბოემბოლიური გართულებაა, ყოვეგვარი ვაქცინის გარეშე“, - განაცხადა თენგზიც ცერცვაძემ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა ისიც, რომ “ასტრაზენეკას“ ვაქცინა თავისი ხარისხით არანაკლებად ფასობს, ვიდრე “ფაიზერი“ და მეორე ვაქცინაციის შედეგად, 90%-იან დაცვას იძლევა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი კიევს ამერიკული იარაღის შესაძენად ყოველთვიურად 1 მილიარდ დოლარს მისცემს
საქსტატის მონაცემებზე: ის სპეკულაციები, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა, რომ საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაივსო, არის უარგუმენტო - რადიკალური ოპოზიცია ყველაფერში შავ ხვრელებს ხედავს
სააკაშვილის მიერ შემოყვანილმა ამ რუსულმა კომპანიებმა თქვეს, რომ ტარიფები უნდა გავზარდოთო - ჩვენ კანონმდებლობის ცვლილებებით ხალხი გადავარჩინეთ გაძვირებულ ტარიფს და საერთაშორისო სასამართლოში გავაგრძელეთ დავა
„ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაზე: როგორ შეიძლება ისინი იყვნენ ერთად, უბრალოდ აქვთ დავალება, რომლის არ შესრულებასაც ვერავინ გაბედავს
ოპოზიციას: თანახმა ხართ, რომ გავაუქმოთ ეს კანონი და სქესის გადაკეთება დავუშვათ საქართველოში? თანახმა ხართ, რომ მივცეთ საშუალება ჩვენს სკოლებსა და ბაღებში ლგბტ პროპაგანდა იყოს?
არქივი