მამუკა გამყრელიძე - რუსეთის ხელი ღიად ჩანდა, ჩანს და იქნება კიდევ კარგა ხანს. ეს მოცემულობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1046 19 მარტი 2021, 12:45
ბოლო წუთამდე ველოდი, რომ შეთანხმება შედგებოდა! ტყუილად ნუ ბობოქრობთ და ნუ მასწავლით აქ ვინ იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან, პახანი თუ პუტინი. როდისაც ასეთი ხალხი გრძნობს საშიშროებას ისინიც კოხტად მიდიან მოლაპარაკებაზე! ე.ი. არ გრძნობენ ამას!!!" - წერს "ევროპული დემოკრატების" წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე.

"ახლა იმაზე რა მივიღეთ და რა გვაქვს.
1. საშინელი რეპუტაციული დარტყმა ევროკავშირს, როგორც პარტნიორს. მათი რეაგირება ამ წუთისთვის რთულად პროგნოზირებადია. იქნება ზემძიმე განცხადებებიც, გარკვეული შეზღუდვა საფინანსო დახმარების. შეიძლება სანქციებიც. გააჩნია რამდენად მძიმედ ჩათვლიან სიტუაციას;

2. ამერიკა ჯერ გაწეულია და რეალურად არც ჩართულა პროცესში. იმედია გამოფხიზლდება სახდეპი. მათი ჩართულობა შეიძლება გადამწყვეტი გახდეს;

3. რუსეთის ხელი ღიად ჩანდა, ჩანს და იქნება კიდევ კარგა ხანს. ეს მოცემულობაა და სისულელეა მუდმივი აპელირება მასზე! უნდა შეეწინააღმდეგო და არა პატარა ბავშვივით ყველაფერი აბრალო მას. მოცემულობაა ეს, მო-ცე-მუ-ლო-ბა!!!

4. როდესაც უკრაინას ადარებენ ჩვენს სიტუაციას ავიწყდებათ, რომ იქ ერთი კი არა, რამდენიმე ოლიგარქიული ჯგუფია, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან. ჩვენთან ფინანსების 90% ერთი ადამიანის გარშემო შემოიკრიბა. ამიტომ, ამ მხრივ პრობლემები იქნება;

5. დღეს ყველაზე დიდი რესურსი მაინც საქართველოს მოსახლეობაა! ოპოზიციას ერთადერთი დასაყრდენი აქვს. ხალხი! ხალხს, რომ ვამბობ ვგულისხმობ მის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს. თუ ეს ნაწილი ბევრად მეტი და აქტიურია ვიდრე ქართული ოცნების მომხრეები, ცვლილებებიც გარდაუვალი იქნება. მთავარია არ მოხდეს დაპირისპირება ხალხის ამ ორ ჯგუფს შორის;

P.S. ცხადია დროთა განმავლობაში ქოცნებაში შიდა დაპირისპირებები დაიწყება და ისინი შიგნიდან დაიშლებიან, მაგრამ ეს დრო საქართველოს აღარ აქვს..." - წერს მამუკა გამყრელიძე. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს სასამართლოს განაჩენს, რომლითაც ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია გამართლდა
საფრანგეთის ელჩი - ვისურვებდი, რომ ქართველების, როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის თვალში, ევროპელი პარტნიორებით წარმოადგენდნენ ძმებსა და დებს და არასდროს დამპყრობლებს
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი: უკრაინა რუსეთთან კონფლიქტში პოლონეთის ჩათრევას ცდილობდა - თავიდანვე ცდილობდნენ ომში ყველას ჩათრევას, ეს აშკარაა
პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საკითხში გვირაბის ბოლოს სინათლეს ხედავს
მამუკა მდინარაძეს უზომოდ და ერთგულად უყვარს სამშობლო, საიმედო მეგობარია, რომელიც სანატრელია გასაჭირშიც და ბრძოლაშიც - დარწმუნებული ვარ, შეძლებს “ქართული ოცნების” ყველა ჯარისკაცის ოცნების ახდენას, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს!
არქივი