სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის მაღაზიებიდან გაურკვეველი წარმომავლობის და ვადაგასული ხორცი ამოიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 26 მარტი 2021, 15:07

დედაქალაქის მასშტაბით 24-25 მარტს 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ  გაურკვეველი წარმომავლობის (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507 კგ ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.

„ი/მ - (მის: ფიფიას ქ.17) - 147. კგ ვადაგასული ხორცი; შპს „ისთანბულ“ ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) - 340 კგ გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ-მდე ვადაგასული ხორცი; შპს „სანდრო“ (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) - 100 კგ-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი; შპს „ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები“ (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) - 50 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი; ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და დაექვემდებარება განადგურებას.

ასევე სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს - შპს „ნიკორას“ (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იგივე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან“) და შპს “ინას“ (ს.კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5).

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს. მიმდინარე წელს განხორციელდა 1048 სახელმწიფო კონტროლი და სხვადასხვა დარღვევისთვის 104 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
არქივი