ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
286 04 აპრილი 2021, 10:48
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც, ბასილაშვილის ინტერესების დამცველები არ აპირებენ პარალელური მართლმსაჯულების განხორციელებას, საქმის სასამართლო დარბაზს მიღმა საჯაროდ განხილვას, რათა არ დააზიანდეს არასრულწლოვანი ლუკას ბასილაშვილის საუკეთესო ინტერესები. 

"2021 წლის 19 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მხარეებს განუცხადა: 

,,ნუ განახორციელებთ პარალელურ მართლმსაჯულებას სხდომის მიღმა, ამით, უპირველეს ყოვლისა, ზიანდება მართლმსაჯულების ინტერესი. მინდა ეს მოწოდება, განცხადება გაითვალისწინოთ მომავალში ორივე მხარემ”. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები ვითვალისწინებთ რა მოსამართლის განცხადებას, პოზიციებს დავაფიქსირებთ მხოლოდ სასამართლო დარბაზში, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა საზოგადოება საკმარისად ფლობს ინფორმაციას საქმის ირგვლივ.

 ვფიქრობთ, რომ პარალელური მართლმსაჯულების განხორციელება და ზედმეტი ჩართულობა დააზიანებს არასრულწლოვანი ლუკას ბასილაშვილის საუკეთესო ინტერესებს," - ასეთი შინაარსის განცხადებას ავრცელებენ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები. 

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული, ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფრის კლინიკას საქმიანობა შეუჩერა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა
საქართველოს შს მინისტრი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
უკრაინის შს მინისტრი - დარიალის სასაზღვრო პუნქტიდან უკრაინის მოქალაქეების დაბრუნება საქართველოსთან თანამშრომლობით განხორციელდა, მადლობელი ვარ ამისთვის
არქივი