ვისკის უნიკალური კოლექციის საწყისი ფასი 8 მლნ ფუნტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1176 10 დეკემბერი 2019, 22:01
შოტლანდიაში გასაყიდად გამოაქვთ ვისკის კოლექცია, რომლის შესახებაც ექსპერტები ამბობენ, რომ ის ყველაზე სრულყოფილი კოლექციაა. მისი საწყისი ღირებულებაა 7-8 მლნ ფუნტია.

კოლექცია შედგება 3900 ბოთლისგან და  უმეტესობა შოტლანდიური ვისკის ყველაზე იშვიათი სახეობებია. 

კოლექციის ყველაზე ძვირფას ვისკად მიჩნეულია 1926 წელს დამზადებული Valerio Adami და Fine and Rare. 


კოლექციის მფლობელია ბიზნესმენი რიჩარდ გუდინგას ოჯახი. ბიზნესმენი 2014 წელს გარდაიცვალა და ის მისი კოლექციით ამაყობდა. 

ოქტომბერში 1926 წელს გამოშვებული Macallan აუქციონზე 1,5 მლს ფუნტად გაიყიდა. მგავსი ვისკი გუდინგას კოლექციაშიცაა, სადაც ასევე, შეხვდებით  50-წლიან Springbank 1919-ს , რომლის საწყისი ფასიცაა 180-220 ათასი ფუნტი და ასევე 50-წლიანი Lalique Six Pillars Collection, რომლის საწყისი ფასი 100 ათასი ფუნტია. 

„მასშტაბი და ზოგიერთი იშვიათი სახეობის ვისკი კოლექციას ვისკის სამყაროში უნიკალურს ხდის“, - მიიჩნევს ჟურნალი Whisky Auctioneer. 


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი