სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ხვალ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
345 06 აპრილი 2021, 00:16
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ხვალ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრება.

„ხვალ ვაქცინაციას გავივლი და ეს Sinopharm-ის ვაქცინა იქნება“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

ამჟამად, სერბეთში ვაქცინაცია 2.6 მილიონმა ადამიანმა გაიარა. ერთ მილიონ მოსახლეზე ვაქცინაციის მაჩვენებლით სერბეთი ევროპაში მეორე ადგილს იკავებს.

სერბეთის მოქალაქეებს ვაქცინაციის გავლა Pfizer-ის, Sinopharm-ის, AstraZeneca-სა და „სპუტნიკ V“-ის ვაქცინებით შეუძლიათ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი