შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის სპიკერის განცხადება, შეეხებოდა, იმასრომ საჭიროა, ვენეციის კომისიამ მიღებულ კანონს კიდევ ერთხელ ჩახედოს, რამდენად სრულად არის ასახული ცვლილებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
267 08 აპრილი 2021, 14:52

ეს ცვლილებები განპირობებული იყო იმით, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობდა, რომელიც შარშან, ოქტომბერში გამოქვეყნდა და საჭირო იყო ამ დასკვნის ასახვა კანონმდებლობაში. ამიტომ, პარლამენტმა იქიდან გამომდინარე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება მიმდინარეობს, კანონი დაჩქარებული წესით მივიღეთ, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„კანონის მიღებით ხელახლა გაიხსნა ფანჯარა დამატებითი კანდიდატებისთვის, რომ აპლიკაციები წარადგინონ უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე. ეს ცვლილებები სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის დასკვნას და მისი მიღება განპირობებული იყო, რომ    ეს რეკომენდაციები აგვესახა. სწორედ იმიტომ, რომ ეს ცვლილებები დაკავშირებული იყო საქართველოს საფინანსო დახმარებასთან, ეს ცვლილებები მივიღეთ და ვენეციის კომისიის დასკვნები ავსახეთ. ევროკავშირის სპიკერის განცხადება, რაც მოვისმინეთ, იმას შეეხებოდა, რომ საჭიროა, ვენეციის კომისიამ მიღებულ კანონს კიდევ ერთხელ ჩახედოს, რამდენად სრულად არის ასახული ცვლილებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ და მათ შინაარსობრივ მხარეზე შენიშვნები არ ჰქონიათ.

„ვენეციის კომისიას შეუძლია, ეს კანონი ნახოს და დარწმუნდეს, რომ ეს რეკომენდაციები ასახულია. კომიტეტში მის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ და მათ შინაარსობრივ მხარეზე შენიშვნები არ ჰქონიათ. რაც შეეხება სასამართლოს რეფორმის საკითხს, ეს სხვა თემაა. ამასთან დაკავშირებით ჩვენც ვსაუბრობთ და ჩვენი პროგრამის საკითხია, რომ 2024 წლისთვის, როცა ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის სასამართლო უნდა იყოს სათანადო სიმაღლეზე, რომ ეს განაცხადი სერიოზული იყოს. სწორედ ამიტომ იყო, რომ შეთანხმების პროექტში, რომელსაც მმართველი გუნდი ეთანხმება, ვთქვით, რომ რეფორმის წინა ეტაპებს შევხედოთ და ვნახოთ, უცხოელ კოლეგებთან ერთად რა შედეგები მოიტანა ცვლილებებმა და აქედან გამომდინარე განვახორციელოთ შემდგომი ცვლილებები სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ანცხადება 7 აპრილს გაავრცელა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი