ბიზნესმენი დავით კოდუას ცოლი ნათია გედევანიშვილი, გუშინ ღამით მათ ოჯახში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
598 12 აპრილი 2021, 17:12

ბიზნესმენი დავით კოდუას ცოლი ნათია გედევანიშვილი, გუშინ ღამით მათ ოჯახში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს.

როგორც გედევანიშვილმა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განუცხადა, მეუღლის დაჭერა არ სურდა, თუმცა ითხოვს, რომ მას შემაკავებული ორდერი გამოუწერონ.

„წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ, სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი, მინდოდა, რომ ორდერი გამოეწერათ, რომ არ მისულიყო ძალადობამდე“, - აღნიშნა ნათია გედევანიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, მის თვალთან არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, გედევანიშვილი აცხადებს, რომ თვალი სავარძელს თავად მიარტყა.

შეგახსენებთ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე კოდუას მხრიდან მეუღლისა და ქალიშვილის მიმართ ძალადობას ეხება.   გამოძიება 126-პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გეკა გელაძემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ბოლო სხდომას 4 აგვისტოს გამართავს და დასკვნას დაამტკიცებს
შალვა პაპუაშვილი: ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობა სრულად დადასტურებულია - დადასტურდა, რომ ხელისუფლება ყველა ეტაპზე კეთილსინდისიერად იქცეოდა, ხოლო ხაზარაძის მიერ ვითომ დაზარალებულის მანტიით „ლელოს“ დაარსება მისი თაღლითური გეგმის ნაწილი იყო
გიორგი გამსახურდია: ვერ შექმნიან ამაღლობელისა და დათაშვილისგან ნაზი შამანაურს, ისევე როგორც ვერ შეიქმნება მიშასგან ზვიადი და კრიმინალი ჟორიკასაგან მერაბი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქს: გულითადად გილოცავთ ანგელოზის დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და მრავალჟამიერ სიცოცხლეს, რათა კიდევ დიდხანს გეწინამძღვროთ და გეღვაწოთ
არქივი