გია ვოლსკი - გიორგი გახარიას ორჭოფობა, გადაუწყვეტელობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
264 16 აპრილი 2021, 16:36

ორჭოფობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს ჩემს თვალში გიორგი გახარიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნისთვის პრინციპულ პერიოდში გახარია მოწოდების სიმაღლეზე ვერ დადგა.

“საერთოდ ანგარიშგასაწევია ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში, საზოგადოებაში ხდება ზოგადად და არა მარტო პოლიტიკურ ველზე. რასაკვირველია, მან უნდა გასცეს პასუხი უამრავ შეკითხვას, რომელიც უკავშირდება თუნდაც ეკონომიკურ პრობლემებს, რაზეც ხშირად საუბრობდა თავად და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ალბათ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს. რასაკვირველია, პასუხი უნდა გასცეს მთავარ თემებს, რაც უკავშირდება მის გასვლას გუნდიდან, შეფასებას საზოგადოება გააკეთებს და იტყვის რამდენად ანგარიშგასაწევია. 

ჩემი აზრით და მეც ერთ-ერთი ამომრჩეველი ვარ, მას ხმას არანაირად არ მივცემ, რადგან პრინციპული მომენტები არსებობს ქვეყნის ცხოვრებაში, როცა პრემიერ-მინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, რაც მან ვერ გააკეთა. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ან მეორე მხრივ, ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ არსებობენ, როგორც დაანონსა ეს მელიამ. აქედან გამომდინარე, ორჭოფობა, გადაუწყვეტელობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს ჩემ თვალში გიორგი გახარიას," - განაცხადა ვოლსკიმ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს
თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
არქივი