მამუკა მდინარაძე - ჟორიკა რურუა ცნობილი კრიმინალია და მისი სახელისა და გვარის ხსენება ამ პროცესების მიმდინარეობისას, ოპოზიციის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და სინდისზე მეტყველებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 19 აპრილი 2021, 18:56

ჩვენ კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით, რა 43 პროცენტი, დაიმახსოვრეთ ეს დღე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„43 პროცენტს არ აქვს არანაირი ლოგიკა. არც სხვა რაიმე პროცენტს გარდა 40%-სა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში და ე.წ. ჩამკეტშიც აისახა, რადგან ამაზე დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში, გამარჯვებული პარტია ვერანაირი კონფიგურაციით მოიპოვებს ხელისუფლებას.

ჟორიკა რურუა ცნობილი კრიმინალია და მისი სახელისა და გვარის ხსენება ამ პროცესების მიმდინარეობისას ოპოზიციის დამოკიდებულებაზე, მათი მხრიდან საზოგადოებაზე წარმოდგენაზე, მოკლედ, მათ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და სინდისზე მეტყველებს. უნდათ? – იყოს მათი სახე!

მთავარი: „ქართული ოცნება/Georgian Dream არის ყველაზე პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, რომელიც აჩვენებს უპრეცედენტო ხარისხს ამ პასუხისმგებლობისა საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების, ამომრჩევლის წინაშე და მიდის ამ კომპრომისზეც – ხელს აწერს მოდიფიცირებულ დოკუმენტსაც.

ამით ყველაზე რადიკალურ ოპონენტებსაც კი ძებნილი და კრიმინალი სააკაშვილის მონობის რესურსი აბსოლუტურად ეწურებათ – მათ ხელი უნდა მოაწერონ შემოთავაზებულ დოკუმენტს.

ჩვენ კი კვლავ ბევრი გამარჯვებისთვის ვემზადებით. რა 43%, დაიმახსოვრეთ ეს დღე!

P. S. უპირველესი საქართველო და ქართული საზოგადოებაა, რომელმაც კარგად იცის, სადაა სიმართლე, ქვეყნის სიყვარული და გულწრფელ პროფესიონალებსაც კარგად არჩევს სხვებისგან!..“, – წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იტალიის ვიცე-პრემიერმა მაკრონს უკრაინაში ჩასვლა და ომში ჩართვა ურჩია. საფრანგეთის საგარეომ იტალიის ელჩი დაიბარა
მედია: ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი 24 - 26 აგვისტოს უკრაინას ეწვევა
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: ევროპა არასაკმარისად არის აღჭურვილი ახალი გეოპოლიტიკის ეგზისტენციალური გამოწვევებისთვის
„ქრონიკის“ ექსკლუზივი - კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა, ახალგაზრდები სამხედრო მომზადების საკითხებსაც გაივლიან
ტრამპი არ გამორიცხავს, რომ პუტინი აშშ-ში 2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დაპატიჟოს
არქივი