გიორგი ვაშაძე - ვწუხვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ იყენებს შესაძლებლობას, ევროკავშირმა გადაიხადოს გირაო და ეს ისტორიაში ჩავწეროთ, როგორც სერიოზული გამოცდილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
290 20 აპრილი 2021, 13:23
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეთანხმების მიხედვით, ჯერ ნიკა მელიასთვის გირაოს შეთავაზება უნდა მოხდეს, ამაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, ის ამნისტიის კანონით გათავისუფლდება.

„ჯერ შეთავაზებული იქნება გირაო, მაგრამ თუ ის უარს იტყვის გირაოზე, მაინც იქნება შეწყალების დოკუმენტი. პრინციპში გირაო უკვე შეთავაზებულია“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელია ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდება, ეს ქვეყნის ისტორიისთვის სერიოზული გამოცდილება იქნება.

„ნიკა მელიას გამოშვების ორი პარალელური პროცესია - ერთგან მისი თანხმობაა საჭირო, მეორეგან კი ჩვენგან ხმის მიცემა. პირველი - ეს არის გირაო, რომელსაც ევროკავშირი ამბობს, რომ მზადაა გადაიხადოს. ჩემი აზრით, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს ისტორიისთვის სერიოზული გამოცდილება, რომ ქვეყანაში იმ დონეზე მივიდა პოლიტიკური პატიმრების საკითხი, რომ ევროკავშირი იხდის გირაოს. ვწუხვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ შესაძლებლობას არ იყენებს და ვწუხვარ, რომ ისტორიაში ამას არ ჩავწერთ. თუ ეს არ მოხდა და ნიკა მელიამ გირაოზე უარი თქვა, მაშინ არის ამნისტიის კანონი, რომლითაც ჩვენ მას გავათავისუფლეთ. არ მსურს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები იყვნენ და მზად ვარ, ამ კანონს მხარი დავუჭირო“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჯერ უნდა მოხდეს ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა და პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამის შემდეგ მიიღებენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი