ვინ არის თალაკვაძე, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის ბიზნესპარტნიორად ასახელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
294 23 აპრილი 2021, 18:39
გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დარწმუნებული არ არის აქვს თუ არა რაიმე სახის კავშირში ახმედ ჩატაევის საქმესთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ძმას. მისივე თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ჩვენს კითხვაზე, ვინ მიაწოდა მას აღნიშნული ინფორმაცია მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქმეს გრიფით საიდუმლო დაადეს და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი უთხრეს, მან ინფორმაციის მოძიება თავისი ძალებით დაიწყო.

 ამასთან, მაჩალიკაშვილი აცხადებს,  არჩილ თალაკვაძის ძმას გელა რომ ჰქვია, ბოლომდე ამაშიც არ არის დარწმუნებული.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, როცა ჰყავდათ ამათივე თანამშრომელი (ჩატაევი) დაახლოებული პირი ჩატაევი, რომელიც იყო მჭიდრო კავშირში ჩიმაკაძესთან, გოგაშვილთან და არჩილ თალაკვაძის ძმასთან, როცა ჩატაევი იმყოფებოდა საქართველოში მან მისცა ამ ადამიანებს ერთობლივი ბიზნესის განსახორციელებლად 300 000 დოლარი.

 ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძის ძმას გელა ჰქვია, ზუსტად არ ვიცი.

 რაღაცა დავალების შესასრულებლად, ამავე ხელისუფლების ჩინოვნიკებმა გამოიყვანეს ციხიდან თავიანთი თანამშრომელი (ჩატაევი) და გაგზავნეს ავსტრიაში, შემდეგ რაღაც ამბები ხდება, მან ის დავალება არ შეასრულა, იქიდან გადმოდის თურქეთში, სირიაში და ამ დროს პირადად ეს ადამიანები ხეობიდან აგზავნიან ადამიანებს შესახვედრად. იქიდან ჩატაევი იმუქრება თავის 300 000 ითხოვს, რადგან ესენი ეუბნებიან, რომ ბიზნესი ჩავარდა.

 როცა სახელმწიფომ უარი თქვა ამ საქმის გამოძიებაზე, უარი თქვა პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნაზე მე იძულებული ვხდები მოვიძიო რაღაც ინფორმაციები და დღემდე ვმუშაობ, სად რა ინფორმაცია ჩამივარდება ხელში, ეს ინფორმაციები მაქვს სანდო წყაროდან, როგორც ასეთი ეს ჭორის დონეზე არ არის.

ჩატაევი ემუქრებოდა, რომ მას ჰქონდა სერიოზული კომპრომატები, თუ არ დამიბრუნებთ ამ თანხებს მე ამ კომპრომატებს გავასაჯაროებო.

 შემდეგში რა ხდება, ისევ მოტყუებით ჩატაევი ჩამოჰყავთ სუსის ჩინოვნიკების მფარველობით და აქ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ასახლებენ. თვეზე მეტი ცხოვრობს იქ, ჩატაევი ითხოვდა დანაპირების შესრულებას. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია იგი უნდა გაეყვანათ. რუსეთთან შეთანხმებულები იყვნენ, რუსეთი კი 5 მილიონს იძლეოდა ჩატაევის თავზე.

 შემდეგ ეს სპექტაკლი გაათამაშეს, ჩატაევის აქ ყოფნის პერიოდში ეს ამბავი მივიდა ამერიკის და თურქეთის სპეცსამსახურის ყურამდე, ესენი იძულებულნი გახდნენ, რომ დაემარხათ ყველა ის კომპრომატები ჩატაევთან ერთად და დაარქვეს ამას ტერორისტული სახელი, ჩააგდეს მთელი თბილისი საფრთხეში, ამოხოცეს და გაანეიტრალეს ყველა.

 ზუსტად ეს იყო მიზეზი, რის გამოც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მითხრეს უარი. მაშინ მოხსნან გრიფი და დაიკითხონ ციხეში დაჭერილი ბიჭები, ყველა პირი ჩიმაკაძე, გოგაშვილი.

მე მილიონი პროცენტით ვიძახი, რომ საქართველოში არავის ტერაქტის განზრახვა არ ჰქონია და არც მაგათ.

ვისთან ჰქონდა ჩადებული ჩატაევს ის 300 000 დოლარი, ის იცის გოგაშვილმა, ჩიმაკაძემ, თალაკვაძის ძმამ. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით ზუსტად არ მახსოვს სახელი გელა თუ რაღაც მაგდაგვარი. მე პირველად კი არ გამიკეთებია მსგავსი განცხადება, ამას ვიძახი უკვე სამი წელია, აქამდე რატომ არ დაინტერესდნენ.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მე იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მე ასე მაქვს ინფორმაცია, როგორც ასეთი დარწმუნებული, ახლა როგორ გითხრათ, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, არის თუ არა იმ საქმეში არჩილ თალაკვაძის ძმა, იმ 300 000-ის საქმეში“, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ეთერში მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ სოსო გოგაშვილს, არჩილ თალაკვაძის ძმას და ჩიმაკაძეს ჩატაევმა მისცა 300 000 დოლარი, რომ საქართველოში ბიზნესი გაეკეთებინა, თუმცა მათ ის გადააგდეს.

 „პრაიმტაიმმა“გაარკვია, რომ სავარაუდოდ, მაჩალიკაშვილი ვინმე ალექსანდრე თალაკვაძეს გულისხმობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს და რომელიც მართლაც ამყარებდა გარკვეულ კავშირებს ახმედ ჩატაევთან.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში მომხდარი ინციდენტის წინა პერიოდში ალექსანდრე თალაკვაძე ჩატაევს და მის მეგობრებს გარკვეულ დახმარებას უწევდა, ხოლო შემდეგ, ამ საქმის ფარგლებში სავარაუდოდ, გამოიკითხა კიდეც.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ამჯერად ხსენებული პირი რამდენიმე მუხლით იხდის სასჯელს, მათ შორის თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
არქივი