ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკმაოდ მაღალი აქტიურობაა, ამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
363 28 აპრილი 2021, 11:45
ამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, პირველ ეტაპზე ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის გავლა 50 ათას ადამიანს შეუძლია.

„დღეს დილისთვის იყო 6705 ჯავშანი. ჩვენ 100 ათასი დოზა გვაქვს, რომელიც ორჯერადად უნდა გაკეთდეს. 50 ათას ადამიანს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია. პორტალი 15 მაისამდე იყო ჩაკეტილი, დღეს გადაწყდება რომელ რიცხვამდე გავხსნით, ვიმსჯელებთ როგორ გავაფართოვოთ ხელმისაწვდომობა“,-აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე აქტიურობა მაღალია.

„საკმაოდ მაღალია აქტიურობა, 6705 დარეგისტრირებული ერთბაშად არ არის პატარა. ჯერ კიდევ ნაკლები აქვს ხალხს ინფორმაცია. ამ ეტაპზე, თავისუფლად შეიძლება 50 ათასი ადამიანის დარეგისტრირება“, -აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის ჩინური ვაქცინით, "სინოფარმით" აცრაზე რეგისტრაციის პორტალი 27 აპრილიდან გაიხსნა. ამ დროისთვის პორტალის -ჰტტპს://ბოოკინგ.მოჰ.გოვ.გე/Hმის/Hმის.Qუეუე.ჭებ/#/რეგისტერ თანახმად, თბილისში ჩინურ ვაქცინაზე "სინოფარმზე" სარეგისტრაციო ადგილები შევსებულია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი